ბარათაშვილის პოეზიასთან დაკავშირებული პრობლემები
ნიკოლოზ ბარათაშვილი აქტიური რომანტიზმის წარმომადგენელია.
ამჟამად, ახალგაზრდები ნაკლებ ინტერესს გამოხატავენ რომანტიზმის მიმართ და მთავარ პრობლემად ხშირად
იდეოლოგიასა და შემოქმედების (პოემების, ლექსების) შედარებით არქაულ სახესა და აღქმის
სირთულეს ასახელებენ. სწორედ იდეოლოგიის გამო, დღეს იმდენად აქტუალური არ არის რომანტიზმი ქადაგებდა პიროვნების სულის თავისუფლებას,სინამდვილისგან გაქცევას, მიღმიერი, ანუ რეალურის მიღმა არსებული სამყაროსკენ, უსასრულობისკენ ლტოლვას,ბუნებასთან შერწყმას,ცხოვრების გარდაქმნას...
რომანტიზმმა დაამკვიდრა ცნებები:"მსოფლიო სევდა" და "კოსმიური პესიმიზმი"...
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ რომანტიზმის მიმდინარეობა
რეალიზმმა შეცვალა. საქართველოში რეალიზმი,
როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ყალიბდება.
რეალიზმის ერთ-ერთი უპირველესი მიზანი არა მარტო სინამდვილის ასახვა , არამედ მისი
გაანალიზება, მიზეზშედეგობრივი კავშირის ძიებაა. სწორედ ის რაც საქართველოს იმ დროს
ასე სჭირდებოდა, სინამდვილის დანახვა, შეფასება და დიდი ხნის ძილისგან გამოღვიძება.
რეალიზმი რომანტიზმისგან განსხვავებით, დღესაც საკმოდ
აქტუალურია, რადგან რეალიზმი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, შევაფასოთ და თავი გავართვათ
სირთულეებს, როდესაც რომანტიზმი ადამიანის შინაგან მეში ჩაღრმავებასა და სინამდვილისგან
გაქცევისკენ მოგვიწოდებას.
Comments
Post a Comment