Posts

პრობლემების გადაჭრის გზები

ნიკოლოზ ბარათაშვილთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც უკვე ვთქვით, არის არქაული ფორმები და აღქმის სირთულე. ამ პრობლემების მოსაგვარებლად მრავალი გზა არსებობს.  მაგალითად,  მასწავლებლები და მოსწავლეებიც უფრო აქტიურად უნდა ეცადონ უფრო პოპულარული გახადონ ბარათაშვილის პოეზია, ამისთვის არქაული ფორმები თანამედროვე ქართულით უნდა მიაწოდონ ახალგაზრდა თაობას. უნდა ჩატარდეს   შეხვედრები, სადაც  მასწავლებლები და მოსწავლეები იმსჯელებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიაზე, გაუზიარებენ ერთმანეთს გაუგებარ საკითხებს და რთულ თემებს ყველასთვის  ნათელს გახდიან. ასევე შეიძლება დამზადდეს ბროშურები, სადაც განმარტებული იქნება არქაული ფორმები და  მთელი ქალაქის მასშტაბით დარიგდეს.   ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის ხელახალი პოპულარიზაცია  რთული და შრომატევადი, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო საქმეა, რომელიც  ყველასთვის სასარგებლო შედეგს მოიტანს.

ბარათაშვილის პოეზიასთან დაკავშირებული პრობლემები

ნიკოლოზ ბარათაშვილი აქტიური რომანტიზმის წარმომადგენელია. ამჟამად, ახალგაზრდები ნაკლებ ინტერესს გამოხატავენ  რომანტიზმის მიმართ და მთავარ პრობლემად ხშირად იდეოლოგიასა და შემოქმედების (პოემების, ლექსების) შედარებით არქაულ სახესა და აღქმის სირთულეს ასახელებენ. სწორედ იდეოლოგიის გამო, დღეს იმდენად აქტუალური არ არის რომანტიზმი ქადაგებდა პიროვნების სულის თავისუფლებას , სინამდვილისგან გაქცევას , მიღმიერი , ანუ რეალურის მიღმა არსებული სამყაროსკენ , უსასრულობისკენ ლტოლვას , ბუნებასთან შერწყმას , ცხოვრების გარდაქმნას ... რომანტიზმმა დაამკვიდრა ცნებები :" მსოფლიო სევდა " და " კოსმიური პესიმიზმი "... სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ რომანტიზმის მიმდინარეობა რეალიზმმა შეცვალა.  საქართველოში რეალიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა   XIX  საუკუნის მეორე ნახევრიდან ყალიბდება. რეალიზმის ერთ-ერთი უპირველესი მიზანი არა მარტო სინამდვილის ასახვა , არამედ მისი გაანალიზება, მიზეზშედეგობრივი კავშირის ძიებაა. სწორედ ის რაც საქართველოს იმ დროს ასე სჭირდებოდა, სინამდ...

ბარათაშვილის პოეზიის სამყაროში

შემოღამება მთაწმინდაზე - მთაწმინდის აღმართს ხშირად აჰყოლია უჩინარ ფიქრებში გართული ბარათაშვილი. მისთვის მთაწმინდა იგივე პარნასი იყო. შთაგონების წყარო აქ იღებს სათავეს და აქ იბადება ბარათაშვილის უკეთეს ფიქრთა და ლექსთა შორის გამორჩეული „შემოღამება მთაწმინდაზე“. ჩემი აზრით, ეს ლექსი სამუდამოდ დასამშვენი მარგალიტია ჩვენი პოეზიისა. ამ ლექსს თვრამეტი წლის ჭაბუკი ქმნის.    „შემოღამება მთაწმინდაზე“ პოეტის ტიტანური უკმაყოფილების პირველი გამოძახილია. თავისუფლების მაძიებელი ჭაბუკი, სიტყვის პრომეთეოსი, პირველად არღვევს ჯაჭვს, რითაც მიჭედილია კლდეზე და ამ ჩხარუნზე ეღვიძებათ ნაპრალებში მთვლემარე ძალებს. ლექსის ავტორი გვაოცებს პოეტური სილაღითა და აზრთა სიღრმით, კეთილშობილური კაეშნითა და წინასწარმეტყველური იმედით.    შეთქმულების დამარცხებით გულმოკლულ პოეტს თითქოს ჯიბრზე სწამს, რომ გათენდება დილა მზიანი და ყოველსა ბინდსა ის განანათებს. ასეთ კეთილშობილურ ფიქრს მთაწმინდა წარმოშობს. სამყაროს რელიგიურ წარმოდგენაში მთა ღვთის სამყოფელად მოიაზრება. იგი ცისა და მიწის შესაყარია. მთაწმი...
    დასავლეთში, იქ საიდანაც მოდის ყოველივე განათლება და მშვიდობა რომანტიზმი მაშინ გახდა პოპულარული, როცა ფეოდალური ეპოქა დაემხო და ხოლო საქართველოში რომანტიზმი მაშინ გავრცელდა, როცა ფეოდალიზმი ყვაოდა.  XIX საუკუნეში საქართველოში რომანტიზმის შემოსვლა ქართული კულტურის ევროპული ორიენტაციის მანიშნებელი იყო, თუმცა თავად ქვეყანა, პოლიტიკური თვალსაზრისით, კიდევ ორი საუკუნის განმავლობაში ჯერ – რუსეთის, მერე კი უკვე საბჭოთა იმპერიის განაპირა პროვინციას წარმოადგენდა. საბჭოთა ეპოქაში ქართული რომანტიზმის შესწავლა მსოფლიო კონტექსტში წარმოუდგენელი იყო და არც არასდროს მომხდარა .  დასავლეთში, იქ საიდანაც მოდის ყოველივე განათლება და მშვიდობა რომანტიზმი მაშინ გახდა პოპულარული, როცა ფეოდალური ეპოქა დაემხო და ხოლო საქართველოში რომანტიზმი მაშინ გავრცელდა, როცა ფეოდალიზმი ყვაოდა.     საქართველოში რომანტიზმის შემოსვლის თანმდევია ლიტერატურული სალონების გაჩენა.   ნიკოლოზ ბარათაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე,  გრიგოლ ორბელიანი ქართული რომანტიზმის ღირსეული წარმომადგე...